ქობულეთში, სოფელ გვარაში, 16 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა - აჭარის მთავრობა

ქობულეთში, სოფელ გვარაში „დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში 16 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე იგეგმება. ბაღში 30 ადამიანია დასაქმებული.

უწყების ცნობითვე, 2021-2022 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება, 91 ფერმერს დაუფინანსდა. მიმდინარე წელს, აჭარაში, კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება.

მეტის ნახვა