ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. გლდანის მერვე დაწესებულებასთან მას დედა, ბაბუა, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. მარტის აქციების მონაწილე პრეზიდენტმა ოფიციალურად დღეს შეიწყალა.

"ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით" - ეს იყო ლაზარეს პირველი კომენტარი, რომელიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან გააკეთა.

სამოქალაქო აქტივისტმა პრეზიდენტს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ დღესვე შეუერთდება.

შეგახსენებთ, 12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. იგი გასული წლის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, ლაზარემ 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

მეტის ნახვა