ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შექმნიდან 75 წელი გავიდა - საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

75 წელი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შექმნიდან. ბათუმში, თარიღის აღსანიშნავად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად ალიანსის პრინციპების, დაარსების, გაფართოების, მიზნების, ამოცანების და ნატო საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივით იმართება. მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკის, გამოწვევების და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ადგილობრივების ინფორმირებულობაა.

მეტის ნახვა