"ბათუმობა 2024"-ისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება

27-28 აპრილს "ბათუმობა 2024" გაიმართება. ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება. აქედან 158 ათას 164 ლარი ტენდერის გარეშე ჰონორარებში, ხოლო 139 ათას 950 ლარი – ღონისძიების ორგანიზებისთვისაა გამოყოფილი.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების” მიზეზით ბათუმის კულტურის ცენტრმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  კონცერტის მონაწილეებისთვის ანაზღაურების გამარტივებული წესით გაცემაზე მიმართა.

ცენტრის განაცხადის მიხედვით, არ არის ჩაშლილი რამდენს გადაუხდიან კონცერტში თითოეულ მონაწილეს, თუმცა ჰონორარების თანხა, ჯამში, თითქმის 160 ათასი ლარია.

მეტის ნახვა