აღდგომის დღესასწაულების გამო, რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა

აღდგომის დღესასწაულების გამო, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისებს დანიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

დამატებითი რეისები პირველიდან 6 მაისის ჩათვლით ჩაინიშნა:

  • თბილისი-ფოთი 08:40 (გასვლის დრო); ფოთი-თბილისი 16:10 (გასვლის დრო)
  • თბილისი-ბათუმი 00:30 (გასვლის დრო); ბათუმი-თბილისი 00:15 (გასვლის დრო)
  • თბილისი-ბათუმი 10:25 (გასვლის დრო); ბათუმი-თბილისი 17:20 (გასვლის დრო)
მეტის ნახვა