გარდაიცვალა გოგო, რომელიც გუშინ ბათუმში, სიმაღლიდან გადმოვარდა

კლინიკა

16 წლის გოგო, რომელიც ბათუმში, სიმაღლიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ TV25.GE-ის კლინიკაში განუცხადეს. "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში" გვითხრეს, რომ მოზარდს ძალიან მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა და სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანიდან, მალევე გარდაიცვალა.

შემთხვევა ბათუმში, გუშინ, პუშკინისა და ლორიას ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. მცირეწლოვანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტის ნახვა