კორპუსიდან 15 წლამდე გოგო გადმოვარდა - შემთხვევა ბათუმში

შემთხვევა

ცოტა ხნის წინ, ბათუმში, კორპუსიდან 15 წლამდე გოგო გადმოვარდა. TV25.GE-ის ინფორმაციით, შემთხვევა პუშკინისა და ლორიას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.

ადგილობრივთა თქმით, მოზარდი ავტომობილს დაეცა.

წინასწარი ცნობებით, გოგო ცოცხალია. იგი  "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში" მოათავსეს. დაშავებულს ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მეტის ნახვა