ბათუმში, ძლიერი ხანძარია

ბათუმში, ძლიერი ხანძარია. TV25.GE-ის ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. "ხოფის" ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. თვითმხილველთა ცნობით, ავტონაწილების მაღაზიები იწვის. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

სამართალდამცავებს ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

მეტის ნახვა