ბათუმელი მსახიობი ბერდია ინწკირველი გარდაიცვალა

ბერდია ინწკირველი

ბათუმელი მსახიობი ბერდია ინწკირველი გარდაიცვალა.

ბერდია ინწკირველი არაერთ მხატვრულ ფილმში მონაწილეობდა.

მისი ყველაზე გამორჩეული როლებია: გაღმა ნაპირი, პიპიჩა (ჯარისკაცის მამა), ბასკან უჩარდ (ძახილი), დვალი (მოცურავე), მაქსიმა (ღამის ცეკვა), უსანთე (მელია და ყურძენი), ინკვიზიტორი (ჟანა დ’არკი), დაზმირი (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში) და სხვა.

იგი ასევე გადაღებულია სხვა სერიალებსა და ფილმებშიც: „მიზანი“; „ლეონარდო“; „მერცხლები ბეღურები“; „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“; „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“; „ბათა ქექია“; „ებრაკალაბრა“; „წინამორბედი“; „მაისის თოვლი“; „იქ-ჩემთან“; „ღამის ცეკვა“ და სხვა.

მინიჭებული აქვს აჭარის სახალხო არტისტის წოდება.

მეტის ნახვა