ავარია ბათუმში - ერთმანეთს სამი მსუბუქი მანქანა შეეჯახა

ავარია

ავარია ბათუმში - ერთმანეთს სამი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარედ მოხდა.

ფაქტის შესახებ TV25.GE-ის თვითმხილველებმა აცნობეს და უთხრეს, რომ, სავარაუდოდ, დაშავდა 1 ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი. შსს-სგან დამატებით ინფორმაციას ველოდებით.

მეტის ნახვა