ახალი ამბები • 1714727099
როგორ მოვამზადოთ მწვანე აჯიკა - ამ რეცეპტს 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს
კულინარია
1668153532
იმისთვის, რომ მოამზადოთ მწვანე აჯიკა, დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მწვანე წიწაკა, ცხარე - 1 კგ
- ნიორი - 250 გ
- რეჰანი - 100 გ
- ოხრახუში - 100 გ
- ქინძი - 100 გ
- კამა - 100 გ
- ხმელი რეჰანი - 15 გ
- ხმელი ქინძი - 15 გ
- უცხო სუნელი - 15 გ
- შავი პილპილი - 15 გ
- მარილი - 80 გ
მომზადების წესი:
1. კარგად გარეცხეთ წიწაკა, არ მოაშოროთ მარცვლები.
2. კარგად გარეცხეთ მწვანილი. გაასუფთავეთ ნიორი.
3. წიწაკა, ნიორი და მწვანილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
4. მასას დაუმატეთ ხმელი რეჰანი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, შავი პილპილი და მარილი. მოურიეთ.
5. 3 დღე გააჩერეთ ემალის ჭურჭელში ბნელ გრილ ადგილას, შემდეგ გადაიტანეთ ქილებში და შედგით მაცივარში.
წყარო: gemrielia.ge
ბათუმში ხანძარია
1713704195
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა