რას ფიქრობს ხალხი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე?

სამხედრო სამსახურის გავლა, დღეს საქართველოში სავალდებულოა. იგი ერთწლიანია და სახელმწიფო კანონით მოითხოვს. ადრეც და დღესაც, მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, ფიქრობენ, რომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ამიტომ, ახალგაზრდები გაწვევაზე თავის ასარიდებლად, სხვადასხვა გზას მიმართავენ. ბოლო წლებში, ასეთი გამოსავალი  „გირჩი“-ს მიერ შეთავაზებული ალტერნატივა გახდა,  რომელიც „სასულიერო პირის მოწმობას“ გასცემს და ათავისუფლებს პირებს  სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან. საქართველოს მთავრობა კი ამბობს, რომ მალე, წვევამდელები ამ გზით თავს ვეღარ დაიხსნიან. რას ფიქრობს საზოგადოება საკითხთან დაკავშირებით?

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები პრემიერ-მინისტრმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა.  განმარტებების მიხედვით, მოლოდინი ბევრს არ უმართლდება. იგი არა ნებაყოფლობითი, არამედ ისევ სავალდებულო რჩება, თუმცა  „სასულიერო პირის მოწმობებით" სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ნამდვილად ვეღარ შეძლებენ. ჩვენს მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობაც ფიქრობს, რომ სამხედრო სამსახური ნამდვილად სავალდებულო უნდა იყოს. არგუმენტები საერთოა.

დაანონსებულ ცვლილებებს, ცხადია, მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ახალგაზრდების ნაწილისთვის უმთავრესი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობაა. პოზიციას, სხვადასხვა არგუმენტით ამყარებენ.

სამხედრო სამსახურის რამდენიმე სახე არსებობს. ეს შეიძლება იყოს სავალდებულო, საკონტრაქტო და რეზერვი. შესაბამისად, სამხედრო ბილეთის მიღება სხვადასხვა გზით შეიძლება. ხშირად ამას სახელმწიფო ობიექტებზე, დაცვის სამსახურში მუშაობით ახერხებენ. ეს ბევრს არ მოსწონს.

მთავრობის ინფორმაციით, ცვლილებების მიზანი ძლიერი რეზერვის შექმნაა. იმის გათვალისწინებით კი, ვინ როგორ კარიერას აირჩევს სამომავლოდ, პროგრამა, 6, 8 და 11 თვიანი იქნება. პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ეს არ იქნება უბრალოდ თეორიული სწავლება, ეს მოიცავს ინტენსიურ საბრძოლო, სამხედრო მომზადებას, რომლის დასრულების შემდეგაც, პირი, რიგითის წოდებას მიიღებს. სავალდებულო სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გადავა. ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს.

მეტის ნახვა