28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ

ჩინეთი საქართველო

28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეები  ჩინეთის რესპუბლიკაში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უცხო ქვეყანაში მთლიანი ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია შემდეგი მიზნებით: ტურისტული მოგზაურობა და საქმიანი ვიზიტი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს მოქალაქეს, ჩინეთში 30 დღეზე მეტი პერიოდით გამგზავრების შემთხვევაში, ასევე სამუშაოდ, სასწავლებლად, მედია-ღონისძიებებზე დასასწრებად და სხვა მიზნით, ესაჭიროება შესაბამისი ვიზა.

შეგახსენებთ, 26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს. 

მეტის ნახვა