ახალი ამბები • 1714727099
1-ელი ივლისის მონაცემებით, კოვიდით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა - ანგარიში
კორონავირუსი
1660029841
1-ელი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
მონაცემების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში - 1.4% შეადგინა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა. გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები.
ბათუმში ხანძარია
1713704195
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
1714994077
მეტის ნახვა