"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ბათუმში, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

არა რუსულ კანონს

ფოტო: ნაირა ქობულაძე

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” - პროტესტს უერთდება ბათუმი. ევროპის მოედანზე აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სცენა, სადაც სიტყვით გამომსვლელები იქ შეკრებილებს მიმართავენ.

მომიტინგეები კიდევ ერთხელ აპროტესტებენ ე.წ რუსულ კანონს და ამბობენ, რომ ეს ბოლო პერიოდის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლაა თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლისათვის, რადგან მომავალი ევროპაშია, მმართველი პარტია კი მას საფრთხეს უქმნის. ევროპის მოედანზე შეკრებილების თქმით, მათ ბრძოლის არ ეშინიათ.

მეტის ნახვა