8-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს

ზღვაში დაიხრჩო

ფოტო: გუგლიდან

8-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვიდასტურებენ.

შეგახსენებთ, მოზარდი, მის ნათესავთან ერთად, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან, წყალში, 22 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შევიდა. 16 წლის ბიჭის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს, მეორე კი ზღვაში გაუჩინარდა და მას 8 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტის ნახვა