ახალი ამბები • 1715604392
იმუნოლოგის საგანგაშო პროგნოზი - რას ამბობს კულუმბეგოვი "ომიკრონზე"
კორონავირუსი
1639477627
„ომიკრონი“ საქართველოში 14-15 ათასი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. - ასეთია იმუნოლოგების პროგნოზი. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, განსაკუთრებული საფრთხე იმ ადამიანებს ემუქრებათ, რომლებსაც არც ვაქცინის გაკეთება სურთ და არც ვირუსი აქვთ გადატანილი, რადგან მათი იმუნური სისტემა, ახალი შტამისთვის მოუმზადებელია.
კულუმბეგოვი ამბობს, რომ „ომიკრონის“ დაფიქსირების შემთხვევაში, შეიძლება ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 10 ათასს გადააჭარბოს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის სრული კატასტროფა იქნება. სპეციალისტის თქმით, ვირუსის ამ ვარიანტს, გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობა აქვს.
ბიძინა კულუბმეგოვი ამბობს, რომ „ბუსტერდოზის“ დამატების შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75%-ს უტოლდება.
ბათუმში, მანქანა კურიერს შეეჯახა
1714727099
მარტოხელა ქალი "ოცნების ქალაქიდან" დახმარ...
1713892399
მეტის ნახვა