აჭარაში, კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა - ეპიდსიტუაცია რეგიონში

კოვიდი აჭარაში

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას განახლებული სტატისტიკის შესახებ რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში, კოვიდს ემსხვერპლა 3 ადამიანის სიცოცხლე, ხოლოდ გამოჯანმრთელდა 130 ადგილობრივი.

"ამ ეტაპზე, მკურნალობს 1 858 მოქალაქე. მათგან Covid კლინიკებში 489, Covid სასტუმროებში -261, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 1 108 პირი", - წერია ინფორმაციაში. 

მეტის ნახვა