ტელევიზიების ფინანსური მდგრადობა სერიოზული გამოწვევაა, მოგება არცერთს ჰქონია - სარეკლამო ბაზრის შედეგები

ტელევიზიები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ სარეკლამო შემოსავლის კვლევა და ტენდენციების დანახვა მნიშვნელოვანია მედიაში არსებული პრობლემების ანალიზის, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისა და პრობლემის დაძლევისათვის.

მესამე სექტორის ცნობით, კვლევა მოიცავს ყველა კერძო ტელევიზიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს. წარმოდგენილი მასალა ეყრდნობა ღია მონაცემებს, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციასა და სფეროს წარმომადგენლებთან ჩაწერილ ინტერვიუებს.

ორგანიზაციის კვლევით გამოიკვეთა შემდეგი სახის მიგნებები:

● 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი1 7.8 მლნ ლარით
გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა.

● 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა
შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე
ტელეკომპანია „რუსთავი 2“2 „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა 11.9 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის
14.3%) შემოსავლით.

● ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ ტელეკომპანია
„რუსთავი 2-ს“ ჰქონდა, რაც დროში მფლობელის შეცვლას ემთხვევა. 2018 წელთან შედარებით
2021 წელს მისი სარეკლამო შემოსავალი 19.3 მლნ ლარით შემცირდა (63.4%) და 11.1 მლნ ლარი
შეადგინა, ხოლო 2020 წელთან შედარებით 1.7 მლნ ლარით შემცირდა (13.1%)

● 2021 წელს კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი3 1.3 მლნ ლარით გაიზარდა (1%) და 139.8
მლნ ლარი შეადგინა.

● 2021 წელს კერძო ტელევიზიებიდან ჯამური შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი „ფორმულას“
ეჭირა 37.5 მლნ ლარით, რომელშიც 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც
მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებული თანხაა.

● 5 ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან 2020 წელს არც ერთს არ ჰქონია მოგება. ყველზე დიდი
ზარალი, 74.5 მლნ ლარი, ტელეკომპანია „იმედმა“ განიცადა.

● საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი 2021 წელს 2.4 მლნ ლარი იყო. ეს 1.4
მლნ ლარით მეტია 2020 წელთან წელთან შედარებით.

"გამჭვირვალობა" ასევე წერს, რომ 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 116 ტელევიზია მაუწყებლობს. ჯამში, სარეკლამო შემოსავლების მხრივ 5 ყველაზე შემოსავლიან ტელევიზიას მთლიანი სარეკლამო ბაზრის 81% უჭირავს.

ბოლო წლებში, ყველაზე დიდი სარეკლამო კლება მანამდე ლიდერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ აქვს, რაც დროში მფლობელის შეცვლას ემთხვევა. 2018 წელთან შედარებით 2021 წელს მისი სარეკლამო შემოსავალი 19.3 მლნ ლარით (63.4%) შემცირდა და 11.1 მლნ ლარი შეადგინა. 2021 წელს მეორე ადგილიც დათმო და მესამეზე გადაინაცვლა. შემოსავლების მხრივ მეორე ადგილზე 2019 წელს შექმნილი ტელეკომპანია „მთავარმა არხია“ 11.9 მლნ ლარიანი სარეკლამო შემოსავლით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მისი სარეკლამო შემოსავალი 2021 წელს 2.4 მლნ ლარი იყო, რაც 1.4 მლნ ლარით მეტია წინა წელთან შედარებით. როგორც მაუწყებელში განგვიცხადეს, ეს ზრდა ძირითადად 2021 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაციამ გამოიწვია. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ მხოლოდ 63 ათას ლარამდე შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება, ტელევიზიების ფინანსურ მოგება/ზარალს, მოცემულობა ასეთია:

საქართველოში მოქმედი ტელევიზიების ფინანსური მდგრადობა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ანგარიშგების პორტალზე არსებული მონაცემებით აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არსებული 5 ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან 2020 წელს არც ერთს არ ჰქონია მოგება. ყველაზე დიდი ზარალი, 74.4 მლნ ლარი, ტელეკომპანია „იმედმა“ განიცადა.

კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი13 მცირედით, 1.3 მლნ ლარით (1%) გაიზარდა და 139.8 მლნ კერძო ტელევიზიებიდან ჯამური შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი „ფორმულას“ უჭირავს 37.5 მლნ ლარით, რომელშიც 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებულ თანხას წარმოადგენს.

ჯამურ შემოსავალში, ასევე, სოლიდური ნაწილი, 17.2 მლნ ლარი მოდის „მაუწყებლის მფლობელის შემოწირულებაზე“, სადაც 8.8 მლნ ლარი „მთავარი არხისთვის“ შეწირული თანხაა, 5.8 მლნ ლარი - „სილქ მედიასთვის“, 1.3 მლნ ლარი - საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“, 0.6 მლნ ლარი- „ალტ ინფოსთვის“ და 0.3 მლნ ლარი - „ობიექტივისთვის“.

„სხვა სამაუწყებლო“ შემოსავლებიდან ტელევიზიებმა 5.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 4.5 მლნ ლარი „აჭარასპორტ.ტვ“ ანგარიშზე მოდის.

ვრცლად კვლევა: https://bit.ly/3CwQPAP

მეტის ნახვა