ახალი ამბები • 1715965926
კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა
კრიმინალი
1712643388
კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა მარნეულში მოხდა. ქალს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც ცნობილია, 44 წლის კაცმა ყოფილი ცოლი სამსახურში მიმავალ გზაზე გააჩერა და დაჭრა.
შსს-ის ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ლარი სულ უფრო და უფრო უფასურდება - როგორ...
1715881308
მეტის ნახვა