შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. იესპერ მოლერთან თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში "UNICEF"-ის მხარდაჭერით განხორცილებული პროგრამები განიხილა. ხაზი გაესვა ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ბათუმში განხორციელებული მასშტაბური სოციალური პროექტის ე.წ. ოცნების ქალაქის და იქ მცხოვრები ათასობით ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. თანამშრომლობა, მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს. 

მეტის ნახვა