რას ეუბნება დასავლეთი „ოცნებას“

ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ უკომპრომისოა და მომიტინგეების წინააღმდეგ სამართლებრივი სტანდარტების გარეშე იყენებს არაპროპორციულ ძალას. ამ ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოება წინააღმდეგობას არ წყვეტს. საერთაშორისო პატნიორები პროცესებს უკიდურესად კრიტიკულად აფასებენ და მმართველ გუნდს საზოგადოების ნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. რუსეთისა და უნგრეთის გარდა, ყველა დონეზე კაცრი შეფასებები კეთდება და ისმის ინდივიდუალური სანქციების მუქარაც. 

ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკვე არაერთხელ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი აგენტების კანონზე ღიად ამბობს, რომ  "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის ანტიდასავლურმა რიტორიკამ "საქართველო  საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა.

მეტის ნახვა