ჰაიტიში საწვავის ტანკერი აფეთქდა - დაიღუპა 60-ზე მეტი ადამიანი

აფეთქება

60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ჰაიტიში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ინფორმაციით, მანქანა ავარიაში მოყვა ქალაქ კაპ-ჰაიტიენში და დაზარალებულები დაზიანებული სატვირთოდან ავზის ავსებას ცდილობდნენ, როდესაც იგი აალდა.

აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს. მათი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევას ჰაიტის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. არიელ ჰენრის თქმით, მომხდარით ყველა დამწუხრებულია და ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდება.

„გაპარტახებითა და ემოციით გავიგე სამწუხარო ამბავი წუხელ კაპ-ჰაიტიენში მომხდარი აფეთქების შესახებ“, - დაწერა მან ტვიტერზე.

მეტის ნახვა