ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზია

ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეპიცენტრი ფლორესის ზღვაში, 12 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

მოლუკის, აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების, დასავლეთ მცირე ზონდის კუნძულებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ სულავესისთვის ცუნამის გაფრთხილება გამოიცა.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების, ან დაღუპულების შესახებ.

მეტის ნახვა