ახალი ამბები • 1722018189
მექსიკაში, ტრაილერი ამოყირავდა, რის გამოც 53 ადამიანი დაიღუპა
უცხოეთი
1639117152
![ავარიაა ავარიაა](https://www.tv25.ge/uploads/files/2021/12/10/227/avariaa_w_h.jpeg)
მექსიკის შტატ ჩიაპასში ტრაილერი ამოყირავდა, რის შედეგადაც 53 ადამიანი, უმეტესობა მიგრანტი, დაიღუპა და 58 - დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ტუსტლა-გუტიერესთან, ერთ-ერთ სახიფათო შესახვევში მოხდა.
მიგრანტები, რომლებიც ცენტრალური ამერიკიდან სიღარიბესა და ძალადობას გაურბიან, როგორც წესი, მექსიკის საშუალებით ცდილობენ აშშ-ის საზღვრამდე მიაღწიონ. ხშირად მათ სატვირთო ავტომობილებით, ძალიან სახიფათო პირობებში უწევთ მგზავრობა.
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
დააკავეს პირები, რომლებიც დიდი ოდენობით მ...
1721376743
მეტის ნახვა