უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში - პრეზიდენტი

ვინც უნდა ისე გაიგებს. მე ვაფასებ, პოლიტიკას და ვაფასებ ფაქტებს. გინდათ რომ ისრები ვისროლო იქით-აქეთ? ვინც მიიღებს ისარს თავის მიმართ, იმან მიიღოს.

მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში! ყველასთვის ძალიან გასაგებია. გუშინ იყო ლუქსემბურგის პარლამენტის წინაშე გამოსული.

ასევე, მგონია, ეს ჩემი შეხედულებაა, რომ 26 მაისს, დღეს, რომელიც ევროინტერგრაციის ეგიდის ქვეშ იყო ჩატარებული, პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული დროშა, ქართული დროშა, შეიძლება ყოფილიყო უკრაინისა და მოლდოვას დროშა.

არ აქვს მნიშვნელობა შემითავაზებია თუ არა მმართველი გუნდისთვის ეს. თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით, უკრაინა არის მთავარი დღევანდელი მიზეზი რატომ არის ეს პროცესი აჩქარებული, ალბათ ეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერები!

2 ივნ. 2022

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

ნახე მეტი