"ნებისმიერი, ვინც რუსეთს გაამართლებს, რუსეთის დანაშაულის თანამონაწილეა" - ზელენსკი
მსოფლიოში ვერავინ შეძლებს რუსეთის აგრესიის ამნისტირებას. ეს წარმოუდგენელია. რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბარბაროსულ და ლაჩრულ ომს აწარმოებს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინაში მიტანილი იერიშების შედეგად 200-ზე მეტი ეკლესია, 900-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, 2000-ზე მეტი საგანმანათლებლო ცენტრი, უნივერისტეტები, სკოლები და საბავშვო ბაღები დაინგრა.
ეს ყველაფერი ოკუპანტებმა მიზანმიმართულად გააკეთეს. ეს არის ამორალურია. ნებისმიერი, ვინც რუსეთს გაამართლებს, თანამონაწილეა იმ დანაშაულის, რასაც რუსეთი სჩადის.