მოვუწოდებ ყველას, მოწყალება გაიღონ რომ გამოჯანმრთელდეს, მერე გავაგრძელოთ სამართლებრივი საუბარი - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

"მივმართავ ყველას და ვითხოვ ამას, ესე იგი, ერთი არის შეწყალება, რომელიც არის იურიდიული ტერმინი, მეორე არის მოწყალება, რომელიც არის რელიგიური შინაარსის მცნება. მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია და სხვათა შორის, ეს არ არის მარტო ხელისუფლების მიმართ მიმართვა, არამედ ეს არის ხალხის მიმართ, იმიტომ რომ ხელისუფლება ძირითადად ითვალისწინებს ხალხის აზრს, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, თქვენც, სხვებსაც, რომ აი ეს მოწყალება გაიღონ ადამიანებმა, რომ გამოჯანმრთელდეს და გავაგრძელოთ მერე მასთან შესაბამისი სამართლებრივი საუბარი".

19 იან. 2023

მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი

ნახე მეტი