ელექტროენერგია რომც არ იყოს, ჩვენი რწმენის შუქი არ ჩაქრება - ზელენსკი

2 დღეში ჩვენ აღვნიშნავთ შობას. სავარაუდოდ, სანთლების შუქზე. არა იმიტომ, რომ ასე უფრო რომანტიკულია, არამედ იმიტომ, რომ არ გვექნება ელექტროენერგია. მილიონობით ადამიანს არ აქვს გათბობა და წყალი. ეს ყველაფერი რუსული რაკეტების და დრონების თავდასხმების გამო ხდება ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. თუმცა ჩვენ არ ვწუწუნებთ, ჩვენ არ ვაკეთებთ შედარებას - ვისი ცხოვრებაა უკეთესი.

თქვენი სიმდიდრე თქვენი ეროვნული უსაფრთხოების შედეგია. ეს არის დამოუკიდებლობისთვის თქვენი ბრძოლის შედეგი, ეს არის თქვენი ბევრი გამარჯვების შედეგი... თუ შობის ღამესაც ირანული დრონებით თავს დაესხმებიან ჩვენს ხალხს, მათ თავშესაფარში ჩასვლა მოუწევთ, მაგრამ იქაც უკრაინელები დასხდებიან სადღესასწაულო სუფრასთან და ერთმანეთს გაამხნევებენ... ელექტროენერგია რომც არ იყოს, ჩვენი რწმენის შუქი არ ჩაქრება.

22 დეკ. 2022

ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

ნახე მეტი