ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა - კობახიძე

"ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს. მეორე ასევე ყველამ გაიგო, რომ ის ადამიანები, ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის იგივე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობოების საქმე, ასევე, როგორიც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, როგორიცაა ეკლესიის გინება, LGBT პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან, ეს ორგანიზაციები არიან არა ქართველის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები და შესაბამისად, მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს, არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა.

NGO-ების ხელით, საქართველოში ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა, ამისათვის მადლობა ხალხის ძალის გუნდს და ასევე თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით ამ კანონპროექტს.

10 მარ. 2023

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების ლიდერი

ნახე მეტი