"ერთად დავამსხვრიოთ უტოპიური ოცნებები" - დღეს ბათუმში მოსწავლეები აგენტების კანონს გააპროტესტებენ

აქცია

"ერთად დავამსხვრიოთ უტოპიური ოცნებები" - დღეს ბათუმში მოსწავლეები აგენტების კანონს გააპროტესტებენ - დღეს, 15 მაისს, ბათუმში მოსწავლეები აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ.


" ბათუმის მოსწავლეების მეორე საპროტესტო აქცია გაიმართება, 15 მაისს, 14:00 საათზე, 6 მაისის პარკის კოლონადებთან.


  მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ!
 „ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და თვითმმართველობის თავმჯდომარე ალექსანდრე მჟავანაძე მოგიწოდებთ: ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის თითოეულ მოსწავლეს, ჩვენს ქალაქში არსებული თითოეული სასწავლებლის თვითმმართველებსა და მოსწავლე-სტუდენტებს, ხვალ, 15 მაისს, 14:00 საათზე, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ 6 მაისის პარკის კოლონადებთან ბათუმის სკოლების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ და გავანადგუროთ ის ილუზია, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ მომავალს და გვიშენებს უტოპიურ „ოცნებებს“! 

 

განახლება: პროტესტს უერთდებიან, 1-ელი, მე-2, მე-4, მე-7, მე-16, ბათუმის სასულიერო გიმნაზიისა და ევრო 2000-ის მოსწავლეთა თვითმმართველობები (ზოგი სკოლა არ აღინიშნა სიაში, დიექციისა და მასწავლებლების დაშინებების გამო, თუმცა, მთავარ სათქმელს ხვალ ღიად დააფიქსირებენ!).

მოქმედების_დროა!

#არა_რუსულ_კანონს!"- წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში

მეტის ნახვა