პატარა მაღაზია დიდი იმედებით - როგორ და რატომ შეიქმნა ყავა "მიშიკო"?

უნდა გიამბოთ ბათუმური ყავა “მიშიკოს”ისტორიაზე. ეს არის პატარა მაღაზია დიდი იმედებით. ყავის სახელი “მიშიკო”  შემთხვევითი არ არის – ლია ბერიძემ მცირე ბიზნესი შვილის მკურნალობის თანხის შესაგროვებლად წამოიწყო.

მიშიკოს ცერებრალური დამბლა აქვს. 27 წელია ოჯახი მისი კეთილდღეობისთვის იბრძვის. ეს საქმე 2 წლის წინ დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ მაღაზიაში ყავის შეძენასთან ერთად, მისი დაგემოვნებაც შეგიძლიათ, რომელსაც ქვიშაზე ამზადებენ.

ვისაც მიშიკოს ყავის სურნელი გაინტერესებთ, ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და 26 მაისის კვეთაში მდებარე სავაჭრო ობიექტს უნდა მიაკითხოთ.

მეტის ნახვა