10 საინტერესო ფაქტი შობა-ახალი წლის შესახებ, რომელთა შესახებაც შესაძლოა არაფერი იცოდით

ახალი წელი

ახალი წელი მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული დღესასწაულია. ძირითადად, ხალხი დეკემბრის მიწურულს იწყებს მზადებას ამ დღესთან შესახვედრად: ნაძვის ხის ლამაზი სათამაშოებით მორთვა, ფერად-ფერადი განათებები, საახალწლო წვიმები, მაშხალები, ბავშვები წითელ-თეთრ სამოსში გამოწყობილ თოვლის ბაბუას ელოდებიან, მშობლები საჩუქრებს ფუთავენ – დღეს ეს ყველაფერი გვიქმნის საახალწლო განწყობას.

ამ სტატიაში, გთავაზობთ, 10 საინტერესო ფაქტს შობა-ახალი წლის შესახებ, რომელთა შესახებაც შესაძლოა არაფერი იცოდით:

1. აშშ-ში მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ სანტა კლაუსი წამში 822 სახლს უნდა ესტუმროს, რათა მსოფლიოში ყველა ოჯახი დაასაჩუქროს. 

2. ნაძვისხის სათამაშოებით გაფორმების ტრადიცია სავარაუდოდ დრუიდებისგან მოდის. მათ სჯეროდათ, რომ ხე იყო ცხოვრებაში ყველაფერი დადებითისა და კარგის მომცემი. 

3. ყოველწლიურად ევროპაში დაახლოებით 60 მილიონი ნაძვისხე იზრდება სპეციალურად ახალი წლისთვის. 

4. მსოფლიოში ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვისხე 1950 წელს ვაშინგტონის სავაჭრო ცენტრში იდგა (სიმაღლე - 67 მეტრი). 

5. ცნობილი სიმღერა Jingle Bells-ის თავდაპირველი სახელწოდება One Horse Open Sleigh და ეძღვნებოდა არა შობა-ახალ წელს, არამედ მადლიერების დღესასწაულს. 

6. 1999 წელს მენის (ამერიკის შეერთებული შტატების შტატი) მცხოვრებლებმა გააკეთეს მსოფლიოში ყველაზე დიდი თოვლის ბაბუა, რომლის სიმაღლეც 35 მეტრს აღწევდა. 

7. სანტა კლაუსს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ - Kriss Kringle(გერმანია), Le Befana(იტალია),Pere Noel (საფრანგეთი). 

8. ელექტრონული ნათურები, რომლითაც ნაძვისხეს ვამშვენებთ ამერიკელმა ედუარდ ჯონსონმა გამოიგონა 1882 წელს. 

9. ყველაზე მაღალბიუჯეტიანი საახალწლო ფილმი გახლავთ „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“. 

10. ჩეხეთში უცნაური საშობაო ტრადიცია აქვთ: ვახშმად მიირთმევენ თევზის სუპს, კვერცხსა და კობრს, ხოლო სუფრასთან ადამიანების რაოდენობა აუცილებლად უნდა იყოს ლუწი. ადამიანი, რომელსაც პარტნიორი არ ეყოლება მომავალ წელს მოკვდება.

მეტის ნახვა