საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა

ფეხბურთი

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და ფრედ 1-1 ეთამაშა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა "დინამო არენაზე"  გაიმართა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, თუმცა ბოლო წამებზე ნიდერლანდელებმა გათანაბრება შეძლეს. მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გოლი ტეილორმა გაიტანა. 3 მატჩის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა მოიპოვა და ტურნირის პლეიოფში გავიდა.

მეოთხედფინალში ჩვენი ნაკრების მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა. შეხვედრას 43 004 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დასწრების ახალი რეკორდია. წინა რეკორდი, 41 887 მაყურებელი, 24 ივნისს, საქართველოსა და ბელგიის მატჩზე დაფიქსირდა.

მეტის ნახვა