ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ლაშა ტალახაძე

ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა ლაშა ტალახაძე 2023 წლის საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, სადაც ხვალიდან ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.

ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად 2021 წელსაც დასახელდა.

მეტის ნახვა