ახალი ამბები • 1722018189
ისტორიაში პირველად უმცროსი "ბორჯღალოსნები" 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებენ
![ბორჯღალოსნები ბორჯღალოსნები](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/02/16/8340/borjghalosnebi_w_h.jpeg)
იტალიის ქალაქ პარმაში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი გაიმართება. ტურნირში საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები მონაწილეობას პირველად მიიღებს, - ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უმცროსი „ბორჯღალოსნები” პირველ მატჩს 30 მარტს შოტლანდიასთან გამართავენ, 3 აპრილს - საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს დაუპირისპირდებიან. ფესტივალში სულ რვა გუნდი მონაწილეობს.
ქართველი მორაგბეები მზადებას 19 თებერვალს ქუთაისში დაიწყებენ, პარმაში გამგზავრებამდე კი, 26 მარტს, ისინი “ლიონის” 18-წლამდელთა გუნდთან ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში ექვსი ერის გუნდებთან თამაშის გამოცდილება აქვს - 2012-2015 წლებში ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები ამ თამაშებში მონაწილეობდნენ, 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული კი 2018 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვეს.
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
1721376743