ახალი ამბები • 1695969245
ბათუმში, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება - რა არის დაგეგმილი?
სპორტი
1688551024
ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. მაყურებლის წინაშე აჭარაში მოღვაწე ანსამბლები და ბენდები წარსდგებიან. კონცერტის განმავლობაში, 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის მატჩის ბილეთები და სხვა საჩუქრები გათამაშდება.
14:00 საათზე "ბათუმი არენას" სტადიონიდან საზეიმო მსვლელობა მოეწყობა ბულვარის კოლონადებისკენ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის აღმნიშვნელ მსვლელობას შეუერთდეს.
კონცერტის დასრულების შემდეგ, 5 საათზე, ბსუ-ს ბენდი ცენტრალური სტადიონისკენ აიღებს გეზს და საზეიმო მსვლელობით ჩემპიონატის ნახევარფინალის მატჩის დაწყებას აღნიშნავს.

ბათუმში, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
1695644233
მეტის ნახვა