ახალი ამბები • 1695302629
ბათუმელი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები აჭარის ბიუჯეტიდან გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ
სპორტი
1689237353
პოლონეთში გამართულ 2023 წლის მესამე ევროპულ თამაშებზე გამარჯვებულ სპორტსმენებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. ბათუმელმა სპორტსმენმა, უცხოეთში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.
ზურაბ კინწურაშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კი გიგი პაქსაძე - ევროპის ჩემპიონი გახდა. მეოთხედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონის ტიტულს აჩიკო ბოლქვაძე.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაზრდილ საპრიზო თანხას წელსვე მიიღებენ.
ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

ბათუმში, ნარკოტიკს სხვადასხვა ლოკაციაზე ა...
1694974924

ყაჩაღობის ფაქტი ბათუმში - დაკავებულია 1 პირი
1694591221
მეტის ნახვა