ცესკოს შემადგენლობა შემცირებული ოპოზიციური კვოტით - ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები

ევროკომისიის უგულებელყოფილი რეკომენდაცია. ოპოზიცია, ხელისუფლების მიერ 9-დან უკვე ერთ-ერთ ჩავარდნილ პირობაზე საუბრობს. ოპონენტების შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიზანი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცევაა. ინიციატივის ავტორებს კი მიაჩნიათ, რომ პარლამენტი, ცესკო-ს თავმჯდომარეს, ოპოზიციის მიზანმიმართული ქმედებების გამო ვერ ირჩევს. მხარდაჭერილი კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დაასახელებს. გარდა ამისა, უქმდება ოპოზიციისთვის განკუთვნილი საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, რომელიც ამ დრომდე „ლელოს“ წევრს ეკავა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილება მხარდაჭრილია. პლენუმის გადაწყვეტილებით, ცესკო-ში, ოპოზიციისთვის განკუთვნილი თავმჯდომარის მოადგილის პოსტი გაუქმდა. ოპოზიციის შენიშვნები „ქართულმა ოცნებამ“, ყურად, არც ამ შემთხვევაში იღო. ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ცხადად უგულებელყოფილი პირობაა, რომელიც ევროკომისიამ დანარჩენ 8 პუნქტთან ერთად, შესასრულებლად დაგვაკისრა.

ევროპისთვის მიცემული პირობა ჩავარდა. ხელისუფლება, საპარლამენტო არჩევნების წინ, მინიმალური რეიტინგის პირობებში, გადასარჩენად, საარჩევნო ადმინისტრაციას ბოლომდე ირგებს, აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. გია აბულაძის თქმით, ეს არის მზადება გაყალბებებისთვის.

ცვლილებები, არც „გირჩი-მეტი თავსუფლებაში“ მოსწონთ. ამბობენ, რომ ისედაც ნდობადაკარგული ცენტრალური საარჩევნო კომისია, კიდევ უფრო კარგავს ფასს.

ცვლილებები მიზანმიმართულად იმისთვის გატარდა, რომ მიღებული კანდიდატის სტატუსის შემდეგ, ქვეყანა ახალ ეტაპზე არ გადავიდეს, ეს არის საარჩევნო პროცესის დემოკრატიისგან დაცლა, აცხადებენ კიდევ ერთ ოპოზიუციურ ძალაში.

ტრადიციული ბრალდებები და მეტი არაფერი - ასე პასუხობს ოპონენტების შენიშვნებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. კითხვაზე, რატომ გაუქმდა მაინცადამაინც ოპოზიციისთვის განკუთვნილი ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, დავით გაბაიძემ, კანონპროექტის ინიციატორისკენ მიგვითითა. 

“საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები, პარლამენტმა, დღეს ბოლო - მესამე მოსმენით მიიღო. განათლების კომიტეტის მიერ წარდგენილ ინიციატიავს, მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ წავიდა 6 კანონმდებელი. ცვლილების მიხედვით, ცესკო 6 თვის ნაცვლად, 5 წლის ვადით დაკომპლექტდება და ეს მეტ დემოკრატიას უზრუნველყოფს, აცხადებენ მმართველ გუნდში.

მეტის ნახვა