სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ | კანონპროექტი

ფული, ხელფასი

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ.  "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები “ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს.

პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს უფლებას აძლევს, მათი სახელფასო ანაზღაურება დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში თავად განსაზღვრონ, რაც გარკვეულწილად არასისტემურობას იწვევს.

თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შემდეგ თანამდებობის პირების ანაზღაურებას ეხება: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე და მათი მოადგილეები.

შეგახსენებთ, პარლამენტის წევრების შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე თვის წინ განხორციელდა და ის პარლამენტის რეგლამენტში აისახა.

ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.

მეტის ნახვა