საბრძოლო რინგს დამსგავსებული სახელმწიფო უწყებები | მხარეთა პოზიციები

ბოთლებით, სკამებითა და სხვა ნივთებით ხელჩართული ბრძოლა სახელმწიფო უწყებებში. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დეპუტატები მოქალაქეების პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, ერთმანეთის მიმართ აგრესიას გამოხატავენ. ის, რაც გუშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში ვიხილეთ, ალბათ, სადავო არავისთვისაა, რომ არასახარბიელო სანახავი იყო. იგივე ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის საკრებულოშიც. როგორ აფასებენ ფაქტს თავად ინციდეტში მონაწილეები, მოქალაქეები და პოლიტოლოგები? სიუჟეტიდან გაიგებთ.

ასე აფასებენ მოქალაქეები აჭარის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს. ამბობენ, რომ ის, რაც სახელმწიფო უწყებაში მოხდა, კრიტიკას ვერ უძლებს. ბათუმის ქუჩებში გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ დეპუტატები, მათი საჭიროებების განხილვისა და პრობლემების გადაჭრის გარდა, ყველაფერს აკეთებენ.

ბოთლებისა და სკამების ჰაერში ფრიალი, 2023 წლის ბიუჯეტში, ცვლილებების განხილვას მოჰყვა. სურათი იმდენად არასასიამოვნო სანახავი იყო, რომ ინციდენტის მონაწილეები, კითხვის დასმის დროს დღესაც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

როგორ უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი საჯარო სამსახურში და ჰქონდეს უნდა თუ არა დეპუტატს თმენის ვალდებულება? აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა  „ნაციონალური მოძრაობიდან“ თმენის პასუხისმგებლობის შესახებ კარგად იცის, თუმცა საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვას ასე ხსნის:

იგივე მიზეზით ხსნიან მომხდარს მმართველ გუნდში და ხელს ოპოზიციისკენ იშვერენ.  ცოტნე ანანიძე მუშტი-კრივს გმობს, თუმცა პარალელს სხვა ქვეყნებთან ავლებს. ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა ყველგან არსებობს.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახელმწიფო უწყება საბრძოლო რინგს დაემსგავსა. იდენტური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ქობულეთის საკრებულოს სხდომაზეც მოხდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები კი, რომლებიც ხელჩართულ ბრძოლაში იყვნენ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კამერასთან  ძალადობას გმობენ.

„მუშტი კრივზე მაშინ გადადიხარ, როცა არგუმენტები არ გაქვს“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, დეპუტატებს შორის დაწყებულ ხელჩართულ ჩხუბს. გია მასალკინი ამბობს, რომ მსგავსი დაპირისპირება ცუდი მაგალითია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. პოლიტოლოგის შეფასებით, დეპუტატებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თმენის პასუხისმგებლობა აქვთ. პროგნოზირებს, რომ 2024 წელს მსგავსი ფაქტები გაცილებით ხშირი იქნება, რადგან საარჩევნო წელი მოდის.

დეპუტატები, რომლებიც მუშტი-კრივსა და ძალადობას გმობენ, პარალელურად კი, მსგავს სიტუაციაში მთავარი მოქმედი გმირები აღმოჩნდებიან, ერთ ქართულ ანდაზას გვახსენებენ: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.

მეტის ნახვა