ახალი ამბები • 1701337917
როგორ გაყიდა ქონება აჭარის მთავრობამ 2020-2021 წლებში? - კვლევა
აუქციონები ერთი მონაწილით და საეჭვო პირდაპირი მიყიდვები -„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახალ კვლევას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, აჭარის მთავრობა, სახელმწიფო ქონებას, არაკონკურენტულ გარემოში ასხვისებს.
მესამე სექტორი წერს, რომ 2020-21 წლებში აუქციონების 84 % ისე ჩატარდა, მათში მხოლოდ თითო პრეტენდენტი მონაწილეობდა. იყო შემთხვევები, როცა ძვირად ღირებული ქონება, პირდაპირ მიჰყიდეს მოქალაქეს დაბალ ფასად, ახალმა მეპატრონემ კი 5 ათას ლარად ნაყიდი ნაკვეთი საკუთრებაში დარეგისტრირებიდან 1 დღეში 138 ათას 300 დოლარად მიყიდა შპს „გონიო 2020”-ს. 2020-21 წლებში, მთავრობამ უკონკურენტოდ, 33 აუქციონი გამართა, შემსყიდველებისგან კი ერთ მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღო.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს ეჭვებს აჩენს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, რითაც საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. კვლევა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ დოკუმენტებს ეყრდნობა.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221