რატომ სურთ ახალგაზრდებს პოლიტიკაში ჩართვა? - იდეები, მოლოდინი და რეალობა

ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვანია, აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღების დროს  მათი ხმაც ისმოდეს - ამ განცხადებებს ხშირად ვისმენთ ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. ამის აუცილებლობაზე საუბრობს სამოქალაქო სექტორიც. რამდენადაა მიღწეული მიზანი, ეს ცხადია ცალკე მსჯელობის საგანია, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ფაქტია. ახალგაზრდული ფრთა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავს. რატომ სურთ ახალგაზრდებს პოლიტიკაში ჩართვა, რა იდეით და მოლოდინებით მოდიან და რა რჩებათ საბოლოოდ ხელში?

ასე მსჯელობს, ერთი რიგითი აბიტურიენტი პოლიტიკაში, შესაძლო, წასვლაზე. სურს, ისე გახდეს გადაწყვეტილების მიმღები, მორალზე გადაბიჯება არასოდეს მოუწიოს. აფიქრებს მეორე მხარეც - პოლიტიკა  ბინძური საქმეა. სწორედ, ამიტომ, ჯერ ისევ ყოყმანობს, მაგრამ, ზუსტად იცის, რომ ცვლილებები სურს.

გიორგი დუმბაძეს, ქალაქში თითქმის ყველა იცნობს და არა მხოლოდ, თანატოლები. იგი ყველა იმ აქციის მონაწილეა, სადაც საზოგადოება დასავლეთთან დაახლოებას ითხოვს და ანტიევროპულ პოლიტიკას გმობს. სკოლა წელს დაამთავრა. როგორც კი ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს, სურს, პოლიტიკურ კარიერაზე დაიწყოს ზრუნვა, როგორც თავად ამბობს, ხალხის სამსახურში ჩადგეს. რატომ სურს პოლიტიკოსობა? ამბობს, რომ უნდა ააშენოს ქვეყანა, სადაც სიდუხჭირით დაღვრემილი ადამიანები არ ივლიან.

ირაკლის და გიორგის მსაგავსად იფიქრეს, რადენიმე წლის წინ, სხვებმაც. მათ შორის, მათე ცენტერაძემ, რომელიც დღეს გახარიას პარტიის ახალგაზრდულ ფრთაშია. ამბობს, რომ პოლტიკური სუბიექტი  გააზრებულად შეარჩია, ის, რომლის იდეოლოგიაც მოსწონს - „საქართველოსთვის“. რატომ მოინდომა პოლიტიკური კარიერის გაკეთება და რა შეძლო 2020 წლიდან დღემდე, ამბობს, რომ .....

არჩილ ბერიძე მომავალი ეკონომისტია. იგი „ლელოს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაშია. სად იქნება ხვალ, არ იცის, მაგრამ, იცის, რომ იქნება გადაწყვეტილების მიმღები და აუცილებლად პოლიტიკაში. ამაზე, 2017 წლიდან ფიქრობს. რატომ? ცვლილებები სურს და დარწმუნებულია, რომ ეს შეუძლია.

ახალგაზრდული ფრთა ყველა პარტიას ჰყავს, თან საკმაოდ წარმომადგენლობითი. როგორც წესი, მათი უმრავლესობა, გავლენებისთვის და მომავალში დასაქმების პერსპექტივით აკეთებს არჩევანს. არ ესმით იდეოლოგია და არც მისი ცოდნა სურთ. არის მეორე რეალობაც. პოლიტიკურ სუბიექტებს, ახალგაზრდები, ძირითადად, დავალებების შესასრულებლად და საარჩევნო პლაკატების გამკვრელებად ჰყავთ, რეალურად კი, ლიდერები არ უსმენენ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ აზრს, არ ითვალისწინებენ. შედეგი ასეთია, კარიერას ის იკეთებს, ვინც დავალების კარგი შემსრულებელია ან გავლენები აქვს. ჩვენი რესპონდენტები ამას უარყოფენ. ამბობენ, რომ ეს მათი ბარიერი არ ყოფილა და ყველაფერი პიროვნების პერსონალურ ნებაზე,  ინტელექტზე და უნარებზეა დამოკიდებული.

მეტის ნახვა