ქვეყანაში შემოსული ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეა - TI-ს კვლევა რუსეთზე დამოკიდებულების შესახებ

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 27 ათასამდე კომპანია დააფუძნეს, ჩვენს ქვეყანაში შემოსული ყოველი მეხუთე ვიზიტორი კი რუსეთის მოქალაქეა. ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებული კვლევა ასახავს. ორგანიზაციამ ჩვენი ქვეყნის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეისწავლა. მესამე სექტორი ასკვნის, რომ საშიში ტენდენციის პირისპირ ვდგავართ.

ასე აფასებს ერთ-ერთი მოქალაქე რუსების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში. ბათუმში მცხოვრებლებს პუტინის რეჟიმს გამოქცეულთა განსაკუთრებული სიმრავლე დისკომფორტს უქმნით. ამბობენ, რომ ამის მიზეზი, სხვა რომ არაფერი ისტორიული და პოლიტიკური ურთიერთობებია.

რუსების შემოდინებას საფრთხედ აღიქვამენ სტუდენტებიც. ახალგაზრდებს ამის მიზეზად უკვე გაზრდილი ფასები და პუტინის რეჟიმს გამოქცეულების მიერ აქ დარეგისტრირებული ბიზნესები მოჰყავთ. ამბობენ, რომ რუსების მოჭარბებულმა რაოდენობამ განსაკუთრებით უძრავი ქონება გააძვირა, რამაც ქართველების ქვეყნიდან გაქცევა განაპირობა.

ბათუმის ქუჩებში გამოკითხულების მოსაზრებებს ამყარებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაც. ანგარიშში წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსული ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსია. ორგანიზაციამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეისწავლა. გამოიკვეთა,რომ

2022 წელთან შედარებით 2023 წელს ეს  დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა, 2021 წელთან შედარებით, კვლავ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

კვლევაში წერია, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. TI-ის უფროსი ანალიტიკოსის თქმით, მთავარი გამოწვევა ახლა რუსეთთან ვაჭრობის შემცირებაა.

იგივეს ამბობენ ოპოზიციაში. გიორგი კირთაძის თქმით,  სწორედ ამიტომ ხელისუფლება ორიენტირებული ევროპეიზაციაზე უნდა იყოს და  რუსეთისგან მაქსიმალურად დისტანცირდეს.

რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაში საფრთხეებს ვერ ხედავენ ქართულ ოცნებაში. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და პროცესებს ფხიზლად აკონტროლებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის თანახმად რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება.

მეტის ნახვა