"ოცნება" ლგბტ პროპაგანდის შესახებ ცვლილებებს საჯაროდ განიხილავს

„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან დღეს, ქუთაისში შედგა. როგორც „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა, სოზარ სუბარმა განხილვისას თქვა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოში ამ კანონის მიღების აუცილებლობა გახდა.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, ეს ოჯახებსა და არასრულწლოვანთა უფლებებს დაიცავს. სუბარის თქმითვე, თუ საკონსტიტუციო დონემდე არ გავამყარებთ იმას, რითიც დღემდე მოვედით, მაშინ „უფორმო ბიოლოგიურ მასად“ ვიქცევით.

დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმადვე, ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი - 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება.

მეტის ნახვა