ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წილოსანმა ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა, რომელიც 8 თებერვალს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

მე-10 მოწვევის პარლამენტში ნინო წილოსანს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

მეტის ნახვა