ახალი ამბები • 1731073761
ნიკა მელიამ საარჩევნო ნომერი დააანონსა - რატომ 4 და რატომ ცეცხლისფერი | პარტიის პოზიცია
ნიკა მელიამ საარჩევნო ნომერი დააანონსა. ენმ-ს გამიჯნულები 2024 წლის კენჭისყრაზე ნომერი "4"-ით იბრძოლებენ. ოპოზიციონერის შეფასებით, წელს გარდამტეხი ცვლილებები აუცილებლად მოხდება.
2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4.
მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, - წერს მელია.
რატომ ოთხი და რატომ ცეცხლისფერი? კითხვით მელიას გუნდის წევრს მივმართეთ აჭარაში. ლევან გორგილაძის თქმით, საარჩევნო ნომერი რაიმე კონკრეტული მნიშვნელობის მატარებელი არ არის, მაგრამ რიცხვს განსაკუთრებულ მნიშვნელობას თავად შესძენენ.
რაც შეეხება საარჩევნო გაერთიანების ფერს, გორგილაძის განმარტებით, ცეცხლისფერი ბრძოლის სიმბოლოა.
ოპოზიციონერს ვკითხეთ პარტიის სახელზეც, თუმცა გორგილაძემ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. თქვა, რომ უახლოეს პერიოდში პარტია ყველა კითხვას პასუხს საჯაროდ გასცემს.
1730961457
1726854943
1726726009