მამუკა თურმანიძე და უჩა სურმანიძე | აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს. ჯაბა ფუტკარაძის მოადგილეებად მამუკა თურმანიძე და უჩა სურმანიძე წარადგინეს.

უჩა სურმანიძე პროფესიით ეკონომისტია. მას საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს.

მამუკა თურმანიძე პროფესიით იურისტია და  2022 წლიდან აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

ჯაბა ფუტკარაძის მოადგილეებმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვეს, რაც „ოცნებამ“ აგენტების შესახებ კანონი მიიღო. უკავშირდებოდა თუ არა მათი თანამდებობიდან წასვლა პოლიტიკურ პროცესებს? კითხვა გაჩნდა, თუმცა მხარეები ამას უარყოფდნენ. 

დღესვე ახალი ხელმძღვანელი წარედგინათ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უწყების თანამშრომლებს. უფროსის თანამდებობაზე  გიორგი ცინარიძე დაინიშნა.

მეტის ნახვა