"ლელომ" ამომრჩევლებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან რეგიონებში შეხვედრები დაიწყო

„ლელომ“ ამომრჩევლებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. პარტია მონაწილეებს საქართველოს დაცვის აქტს აცნობს. ეს პოლიტიკური სუბიექტის ხედვაა, რომელიც რუსეთის აგრესიის და გავლენების შეჩერებას გულისხმობს.

„ლელო“ ასევე წარმოადგენს ალტერნატიულ დოკუმენტს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიანი გეგმა, იმისთვის, რომ ქვეყანა, მიღებული სტატუსის შემდეგ, გაწევრებისთვის, ახალ ეტაპზე გადავიდეს. პარტიას შეხვედრა დღეს ბათუმში ჰქონდა.

მეტის ნახვა