ახალი ამბები • 1722018189
ირაკლი კობახიძე ქვეყნის ევროპელ პარტნიორებს მუქარაში ადანაშაულებს
პოლიტიკა
1716487523
ირაკლი კობახიძე ქვეყნის ევროპელ პარტნიორებს მუქარაში ადანაშაულებს. პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს და ისევ "გლობალური ომის პარტიაზე" საუბრობს. აცხადებს, რომ ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ პარალელი რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გაავლეს და ჩამოუთვალეს მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ . ქართულ ოცნებაში პრემიერის განცხადებას, რომ ევროკომისარი "დაემუქრა", გამაოგნებელს უწოდებენ, ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ კობახიძის განცხადება ბოდვაა.
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
დააკავეს პირები, რომლებიც დიდი ოდენობით მ...
1721376743
მეტის ნახვა